კუმანი: მესი საუკეთესოა!

კუმანი: მესი საუკეთესოა! კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი, ლიონელ მესის შესახებ საუბრობს. იგი ხსენებული შემტევის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს და აღნიშნავს, რომ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

"ყველამ კარგად იცის, რომ იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. დაუჯერებელი გრძნობაა, როდესაც მსგავსი მოთამაშე შენს გუნდშია წარმოდგენილი. ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი კარგ ფიზიკურ კონდიციებში იყოს, რადგან ფეხბურთელის კლასი ეჭვს არ იწვევს. ის, რომ ლიონელ მესი, ახალ სეზონში "ბარსელონას" ღირსებას დაიცავს - ბრწყინვალ ფაქტია." - ციტირებს ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს "ბარსელონას" ოფიციალური ვებ-გვერდი.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.