სევილიამ მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა და ფინალში გავიდა

სევილიამ მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა და ფინალში გავიდა გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში გოლის გატანა სუსომ (26-ე წუთზე) და ლიუკ დე იონგმა (78) მოახერხეს. მანჩესტერ იუნაიტეტიდან თავის გამოჩენა ფერნანდეშმა (9 წუთზე, პენალტი) მოახერხა.

ეშმაკებმა მიმდინარე სეზონში 22 პენალტი შეასრულეს, რაც ევროპის წამყვან ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგია.

აღსანიშნავია, რომ «სევილიამ» ისტორიის განმავლობაში მეექვსედ მოახერხა ტურნირის ფინალში გასვლა. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ წინა ხუთ შემთხვევაში ესპანურმა კლუბმა ხუთივეჯერ მოიპოვა ევროპის ლიგის ჩემპიონის ტიტული. რაც ევროპის ლიგის ტურნირის საუკეთესო შედეგია.

ფინალში ესპანური კლუბის მეტოქე ინტერსა და უკრაინულ შახტარს შორის გამარჯვებული იქნება. აღნიშნული მატჩი დღეს საღამოს გაიმართება, ხოლო ევროპის ლიგის ფინალს 21 აგვისტოს ვიხილავთ.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.