ოპერაციის შემდეგ როჯერ ფედერერმა ვარჯიში განაახლა

ოპერაციის შემდეგ როჯერ ფედერერმა ვარჯიში განაახლა Tages Anzeiger-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი სლემის ტურნირების ოც-გზის გამარჯვებული, შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი, მუხლზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ვარჯიშებს დაუბრუნდა.

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი მიზნად ისახავს, რომ უკვე შემდეგ კვირას კორტზე ორჯერ ივარჯიშოს. Tages Anzeiger წერს, რომ თითო ვარჯიში 45-წუთიანი იქნება.

თავად როჯერ ფედერერი გამოტყდა, რომ მისი მიზანი 2021 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ტურნირზე ასპარეზობაა.

შეგახსენებთ, რომ როჯერ ფედერერმა მუხლზე ოპერაცია თებერვალში გაიკეთა და მინდვრის სეზონისთვის გეგმავდა დაბრუნებას, თუმცა მსოფლიოში არსებული პანდემიური მდგომარეობის გამო სეზონი მარტში შეჩერდა და ტურნირებიც არ გაიმართა.

ივნისში როჯერი იძულებული იყო დამატებით ართროსკოპიული პროცედურა გაეკეთებინა მარჯვენა მუხლზე და ნაადრევად დაასრულა სეზონი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.