ოფიციალურად: მარსელო ბიელსამ კონტრაქტი გაახანგრძლივა

არგენტინელი სპეციალისტი გუნდთან მუშაობას მომავალ სეზონშიც შეძლებს. მისი ახალი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
ბიელსამ ლიდსის მთავარი მწვრთნელის პორტფელი 2018 წელს ჩაიბარა. პირველ სეზონში, პრემიერ ლიგის საგზურის მოპოვებასთან გუნდი ძალიან ახლოს იყო, თუმცა ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში დამარცხდა. ბოლო კამპანიის დროს, გუნდმა ჩემპიონშიპის პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლეს ჩემპიონატში დაწინაურებაც მოახერხა.
ინგლისის პრემიერ ლიგის პირველ ტურში "ლიდსი" საფეხბურთო კლუბ "ლივერპულს" დაუპირისპირდება. "ენფილდზე" ჩანიშნული შეხვედრა 12 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე აიღებს სტარტს.
💬 "They are one of the best teams in the world" Marcelo previews tomorrow's clash with Liverpool https://t.co/4qfaCTFwOR
— Leeds United (@LUFC) September 11, 2020