Evening Standard: არკადიუშ მილიკი "ტოტენჰემის" სამიზნეა

Evening Standard: არკადიუშ მილიკი "ტოტენჰემის" სამიზნეა საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" შემტევი არკადიუშ მილიკი, შესაძლებელია უახლოეს პერიოდში, ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ. ფეხბურთელის მომსახურებით "ტოტენჰემ ჰოტსპურია" დაინტერესებული. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Evening Standard ავრცელებს.

იტალიური კლუბის მესვეურებს იმედი აქვთ, რომ ხსენებული გარიგების სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს მიიღებენ. ბრიტანულ კლუბს აღნიშნული ფასი ეძვირება და მოლაპარაკებებისთვის აქტიურად ემზადება - აცხადებს გამოცემა.

26 წლის მოიერიშე" ნაპოლის" შემადგენლობაში 2016 წელს ჰოლანდიური "აიაქსიდან" გადავიდა. იმ პერიოდში ტრანსფერმა 32 მილიონი ევრო შეადგინა. ნეაპოლურ გუნდში არკადიუშ მილიკმა 122 მატჩი ჩაატარა. გაიტანა 48 გოლი და მიითვალა 5 შედეგიანი გადაცემა. 2019/2020 წლების სეზონში პოლონელმა თავდამსხმელმა 35 ჯერ მოირგო "ნაპოლის" მაისური. მის აქტივში 14 გატანილი გოლი დაფიქსირდა.

რაც შეეხება მოქმედ ხელშეკრულებას ის 2021 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული. აქვე გაგაცნობთ მის მონაგარს - ეროვნული ნაკრების რიგებში. პოლონეთის გუნდში მილიკმა 51 შეხვედრა ჩაატარა. გაიტანა 14 გოლი და დააფიქსირა ამდენივე შედეგიანი გადაცემა. ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt 26 წლის შემტევს, 32 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.