AS: "ზენიტი" ნაბილ ფეკირის გაფორმებას შეეცდება

AS: "ზენიტი" ნაბილ ფეკირის გაფორმებას შეეცდება რუსული ფეხბურთის ფლაგმანი, სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ხმაურიანი გარიგების განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა AS ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, "ზენიტის" ხელმძღვანელობას, მილანის "ინტერის" შემადგენლობიდან, კრისტიან ერიქსენის გაფორმება სურდა, თუმცა 28 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ პეტერბურგელებმა ალტერნატიული ვარიანტის ძიება დაიწყეს.

"ზენიტის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე - ნაბილ ფეკირი იქნება. ფეხბურთელი მოცემულ მომენტში "ბეტისის" ღირსებას იცავს. ჯერჯერობით, უცნობია შესაძლო გარიგების ფასი. გასულ წელს ესპანელებმა, აღნიშნულ ნახევარმცველში 19,5 მილიონი ევრო გადაიხადეს. ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის 20 პროცენტი "ლიონმა" უნდა მიიღოს (ფეხბურთელის ყოფილი კლუბი) კიდვ 10 პროცენტი თავად ფეხბურთელმა. აქედან გამომდინარე, "ზენიტს" ხსენებული გარიგება, სულ მცირე 30 მილიონი ევრო დაუჯდება.

ფეკირი 2015 წლიდან საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრია. მან 2018 წელს "მამლებთან" ერთად მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 27 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა 7 გატანილი გოლით და 4 შედეგიანი გადაცემით.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.