ჯეი ჯეი ლეხტო: ჰემილტონი დამატებით 5 მილიონს ითხოვს

ჯეი ჯეი ლეხტო: ჰემილტონი დამატებით 5 მილიონს ითხოვს ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი ჯეი-ჯეი ლეხტო, ლუის ჰემილტონსა და "მერსედესს" შორის დასადებ ახალ ხელშეკრულებაზე საუბრობს. ვეტერანი მრბოლელის განცხადებით ახალი კონტრაქტის დადება ჰემილტონის მიერ, ხელფასის გაზრდის მოთხოვნას უკავშირდება.

"ჰემილტონი დამატებით 5 მილიონს ითხოვს. ახლა სწორედ ამ თამაშშია იგი ჩართული. ვფიქრობ, იგი შეძლებს საკუთარი მოთხოვნების გატანას. ლუისი ძალიან ახლოს დგას მეშვიდე ტიტულის მოპოვებასთან, ასე რომ "მერსედესს" არაფერი დარჩენია. სხვა ვინ უნდა მოიწვიოს? ჰეიმლტონი მათთან შერწყმულია. ის ნამდვილი სუპერვარსკვლავია, რომელიც ყოველ ჯერზე რეკორდებს ამხობს." - ციტირებს გამოცემა Iltalehti ჯეი-ჯეი ლეხტოს სიტყვებს.

შეგახსენებთ, ლუის ჰემლტონი მიმდინარე რეიტინგის ლიდერია. მას მერვე ეტაპის მონაცემებით 164 ქულა აქვს მოგროვებული და ვალტერ ბოთასს 47 ბალით უსწრებს. მაქს ფერსტაპენი და "რედ ბული" მესამე პოზიციაზე არიან წარმოდგენილნი. ჰოლანდიელი პილოტის აქტივში 110 ქულაა აღნიშნული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.