თემურ ღურწკაია: «ხვიჩას გუნდიდან გაშვება დიდი შეცდომა იყო»

თემურ ღურწკაია: «ხვიჩას გუნდიდან გაშვება დიდი შეცდომა იყო» საფეხბურთო აგენტი თემურ ღურწკაია რუსულ სპორტულ ინტერნეტ-პორტალ «სპორტ ექსპრესთან» ინტერვიუში «რუბინის» ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას «ლოკომოტივში» შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობს.

მიმაჩნია, რომ ხვიჩას წასვლა დიდი შეცდომა იყო, თუმცა არის რიბჩინსკი, რომელიც ნაკრების კარზე აკაკუნებს. ხვიჩა, რომ დარჩენილიყო ამ ბიჭის შესახებ ვერავინ ვერ გაიგებდა. კვარაცხელია დღეს ლამაზ შემტევ ფეხბურთს აჩვენებს, თუმცა ვფიქრობ ლოკომოტივს ის არ სჭირდება და ამას ფულის გამო არ ვამბობ. დღეს ლოკომოტივს ამ პოზიციის შევსება საკუთარი აღზრდილებით შეუძლია», - ამბობს ღურწკაია.

გაცნობებთ, რომ რუსული პრესის ცნობით ლოკომოტივი ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ მზადაა 15 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ამ 15 მილიონის ნახევარსაც არ გადავიხდიდი ხვიჩასთვის. მსგავსი ხმები მხოლოდ იმიტომ ვრცელდება, რომ კიდევ ერთხელ უჩხვლიტონ ლოკომოტივის ხელმძღვანელობას: ნახეთ ეს ფეხბურთელი გაუშვით 3 მილიონად, ხოლო ახლა 15 ღირს.

ხვიჩაზე საკმაოდ ბევრი ავანსია გაცემული, რადგან შემტევ ფეხბურთს თამაშობს. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ჩემი აზრით, «გოლი+პასი» სისტემით მას და რიბჩინსკის თითქმის მსგავსი შედეგი აქვთ. ის, რომ ეს ბიჭი ლოკომოტივში გამოჩნდა იმაზე მეტყველებს, რომ გუნდში შესაძლებელია აკადემიის აღზრდილებმა ითამაშონ. რადგან ასეთი ბიჭები გამოჩდნენ, საპირისპირო მიმართულებით უცხოელის მოყვანა არ ღირს
», - დაასრულა კომენტარი ღურწკაიამ.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.