LeedsLive: მარსელო ბიელსა "ლივერპულთან" მოახლოებულ მატჩზე საუბრობს

LeedsLive: მარსელო ბიელსა "ლივერპულთან" მოახლოებულ მატჩზე საუბრობს "ლიდს იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ, პრემიერ ლიგის პირველ ტურში "ლივერპულის" წინააღმდეგ მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

”ჩვენ ”ენფილდზე” გველის თამაში, თუმცა "ენფილდი" ნამდვილი "ენფილდი" მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც მისი რიგები გულშემატკივრებით ივსება. "ლივერპული" გამოირჩევა თანმიმდევრული თამაშის სტილით, ამ ასპექტში ეს გუნდი ჩემპიონია. ეჭვგარეშეა, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი. მათ აქვთ ორგანიზებული სისტემა და ჰყავთ ძალიან ძლიერი მოთამაშეები."

"შესრულებული სამუშაოს წყალობით, იურგენ კლოპი სადაც კი მუშაობდა, მუდამ ბრწყინვალედ წარმოაჩენდა საკუთარ თავს. რასაც მე მასზე ვიტყვი, ეს მხოლოდ იმ კომპლიმენტების გამეორება იქნება, რის მოსმენასაც იგი შეჩვეულია”
- აცხადებს "ლიდსის" მთავარი მწვრთნელი.

შეგახსენებთ, ინგლისის ჩემპიონატის პირველ ტურში "ლივერპული" "ლიდს იუნაიტედს მასპინძლობს. შეხვედრა 12 სექტემბერსაა ჩანიშნული და იგი თბილისის დროით 20:30 საათზე აიღებს სტარტს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ