ფაბრიციო რომანო: "ბარსელონას" ობამეიანგის შეძენა სურდა, თუმცა...

31 წლის ფეხბურთელის აგენტთან შესაბამისი კომუნიკაცია, რონალდ კუმანის დანიშვნამდე შედგა. ხსენებულ სპეციალისტს, მოცემულ მომენტში მემფის დეპაის გაფორმება სურს. აღსანიშნავია, რომ კუმანისა და "ბარსელონას" ხელმძღვანელობის სატრანსფერო გეგმები უკვე მეორედ არ დაემთხვა ერთმანეთს. ასე იყო, ჯორჯინიო ვეინალდუმისა და ტიაგო ალკანტარას შემთხვევაშიც, რაზეც უკვე ვწერდით.
პიერ ემერიკ ობამეიანგი, ლონდონის "არსენალის" რიგებში 2018 წელს გამოჩნდა. მანამდე იგი დორტმუნდის "ბორუსიას" ღირსებას იცავდა. "მეთოფეებთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას მოქმედების ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. გამოცემა transfermarkt-ი ხსენებულ თავდამსხმელს 56 მილიონ ევროდ აფასებს.
Barcelona are working to get Memphis Depay - personal terms agreed but no official bid to OL yet.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 11, 2020
Barça also started contacts to sign Aubameyang weeks ago, but Koeman wants Depay and Auba decided to extend his contract with Arsenal [agreed until 2023 and official soon]. 🛑 #FCB