კონტე: ქედს ვიხრი "შახტარის" წინაშე

კონტე: ქედს ვიხრი "შახტარის" წინაშე მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, ევროპის ლიგის ნახევარფინალური მატჩის ეგიდით, დონეცკის "შახტართან" გასამართ დაპირისპირებაზე საუბრობს. კონტემ უკრაინული კლუბის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"შახტარი" ეს არის ტალანტებით სავსე გუნდი, რომლიც მრავალი წელია ამტკიცებს, რომ მიუხედავად მწვრთნელის თუ ფეხურთელების ცვლილებებისა, ისინი მაინც ახერხებენ აღდგენას და მაღალ დონეზე ასპარეზობას. მახსოვს, ის დრო როდესაც იუვენტუსის რიგებში მყოფი, შახტარს ვეთამაშებოდით უეფას ჩემპიონთა ლიგაზე. მაშინ ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობას ჩელსი გამოვთიშეთ, რომელიც ტიტულის მფლობელი იყო. შახტარს ჰყავდა მოთამაშეები, რომლებიც ასე საქვეყნოდ ცნობილები არ ყოფილან. ესენი იყვნენ: ჰენრიხ მხითარიანი, დარიო სრნა, ანდრეი პიატოვი და სხვები.


"ამ გუნდისა და მათი მთავარი მწვრთნელის წინაშე ქედს ვიხრი. ისინი მუდამ პოულობენ შესაბამის ტალანტებს. ვფიქრობ შახტარი საკუთარ ძლიერ მხარეებს გამოიყენებს, პასიურ თამაშზე გადავა და კონტრშეტევებს დაელოდება. ამ გუნდს მკაფიო იდენტური მახასიათებელი აქვს. ლუიშ კასტრო ქებას იმსახურებს იმისათვის, რომ გუნდი ასე მომართა. არ არის მარტივი ასეთი ქრეატიული ნახევარმცველები და თავდამსხმელები დაცვაზე კონცენტრირებულები ამყოფო, ასე რომ ეს ცალსახად დიდი ძალისხმევის შედეგია."
-ციტირებს Football Italia ანტონიო კონტეს სიტყვებს.

ზემოხსენებლ გუნდებს შორის მატჩი 17 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 სააათზეა ჩანიშნული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.