ლა ლიგამ შხაპის მიღება აკრძალა

ლა ლიგამ შხაპის მიღება აკრძალა ესპანეთის ჩემპიონატის 2020/2021 წლის სეზონი სულ რამდენიმე დღეში აიღებს სტარტს. ლა ლიგის ხელმძღვანელობა, კორონავურისული პანდემიის გამო, დამატებით შეზღუდვებს აწესებს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის საფეხბურთო ასოციაციამ მოთამაშეებს სტადიონზე შხაპის მიღება აუკრძალა. შესაბამისი პროტოკოლი ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია.

ესპანეთის ჩემპიონატის პირველი მატჩები 12 და 13 სექტემბერსაა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ პირველ ტურში კატალონიის "ბარსელონა" "ელჩეს" მასპინძლობს, მადრიდის "რეალი" კი "ხეტაფეს", თუმცა ორივე ეს შეხვედრა რომელიც 13 სექტემბერს უნდა გამართულიყო, გადადებულია. 1 რაუნდის დანარჩენი შეხვედრები დაგეგმილი გრაფიკით ჩატარდება.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ