Goal: ჯერემი ბოგა "ნაპოლის" რადარზეა

"ნაპოლის" მესვეურებმა 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერისათვის 30 მილიონი ევროს ღირებულების წინადადება წარადგინეს. Goal-ის ინფორმაციით, "სასუოლო" ხსენებულ გარიგებაში 40 მილიონ ევროს ითხოვს. ფეხბურთელით ინტერესდება ფრანგული "რენიც", მაგრამ მათი წინადადება შედარებით მოკრძალებულია და იგი 20 მილიონ ევროს ითვალისწინებს.
ჯერემი ბოგას გარშემო განვითარებულ მოვლენებს აკვირდება ლევერკუზენის "ბაიერიც", თუმცა "ფარმაცევტებისთვის" 40 მილიონი ევრო, ძალიან დიდი ციფრია და ჯერჯერობით ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ - აღნიშნავს გამოცემა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ჩელსი", რომელმაც ჯერემი ბოგა აღზარდა, შესაძლო ტრანსფერიდან თანხის 10-15% -ს მიიღებს. 2019/20 წლების სეზონში ბოგამ სერია A- ში 34 თამაში ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და მიითვალა 4 საგოლე გადაცემა.