RaceFans: ჰემილტონი სებასტიან ფეტელის შესახებ საუბრობს

RaceFans: ჰემილტონი სებასტიან ფეტელის შესახებ საუბრობს "მერსედესის" პილოტი ლუის ჰემილტონი, სებასტიან ფეტელის შესახებ საუბრობს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ "რეისინგ პოინტთან" ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ეს გუნდი, მომავალ სეზონში სახელს შეიცვლის და "ასტონ მარტინის" ლოგოს ქვეშ იასპარეზებს. სებასტიან ფეტელი სერხიო პერესის ადგილს დაიკავებს.

"ვფიქრობ, სებასტიანის სამომავლო კარიერაში ეს იდეალური მიმართულებაა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ასე მოხდებოდა. მსგავსი ახალი ამბის მოსმენა - სასიამოვნო იყო. გუნდს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. მათ უკვე გადადგეს დიდი ნაბიჯი და პროგრესირებას დემონსტრირებენ. შეიძლება მიკერძოებული ვარ, თუმცა ვფიქრობ რომ გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნათელია, რომ ფეტელს "ფერარის" შემადგენლობაში რთული დრო ჰქონდა, თუმცა იგი ფორმულა 1-ის ოთხგზის ჩემპიონია და აქვს უნარი გუნდს ბოლიდის განვითარებისკენ უბიძგოს."

"სერხიოს გამო ძალიან ვწუხვარ. იგი ბრწყინვალე პილოტია და დარწმუნებული ვარ ფორმულა -1 ში მას სხვა ვარიანტები გამოუჩნდება." - ციტირებს ლუის ჰემლტონის სიტყვებს გამოცემა RaceFans.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.