ლიონელ მესი — FIFA 21 საუკეთესო ფეხბურთელია

ლიონელ მესი — FIFA 21 საუკეთესო ფეხბურთელია EA Sports-ის ინსტაგრამის ოფიციალურმა გვერდმა FIFA 21-ის მოთამაშეების რეიტინგი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ FIFA 21-ში საუკეთესო ფეხბურთელად კვლავ «ბარსელონას» შემტევი ლიონელ მესია.

ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო სიმულატორში 33-წლის არგენტინელ ფეხბურთელს — 93 რეიტინგი აქვს. სიაში მეორე პოზიციას ტურინის «იუვენტუსის» ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ იკავებს — 92 ქლით. სამეულს მიუნხენის «ბაიერნის» პოლონელი ფეხბურთელი, რობერტ ლევანდოვსკი, ხურავს — 92 ქულით.

FIFA 21-ის ტოპ 10 ასე გამოიყურება:
  1. ლიონელ მესი («ბარსელონა») — 93
  2. კრიშტიანუ რონალდუ («იუვენტუსი») — 92
  3. რობერტ ლევანდოვსკი («ბაიერნი») — 91
  4. კევინ დე ბრუინე («მანჩესტერ სიტი») — 91
  5. ნეიმარი («პსჟ») — 91
  6. იან ობლაკი («ატლეტიკო») — 91
  7. ვირჯილ ვან დეიკი («ლივერპული») — 90
  8. კილიან მბაპე («პსჟ») — 90
  9. მოჰამედ სალაჰი («ლივერპული») — 90
  10. სადიო მანე («ლივერპული») — 90


FIFA 21-ის გამოსვლის თარიღი 9 ოქტომბერია. ყველაზე პოპულარული საფეხბურთო სიმულატორი PC, PS4 და Xbox One გამოვა.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.