ალბონი: ვგრძნობ, რომ ვპროგრესირებ

ალბონი: ვგრძნობ, რომ ვპროგრესირებ Red Bull– ის პილოტმა ალექსანდრ ალბონმა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბოლო შედეგებიდან გამომდინარე მისი პროგრესი თვალსაჩინოა.

"მონცეში გამართული რბოლა მართლაც პოზიტიური აღმოჩნდა. თუ არ ჩავთვლით, კვირა დღეს ჩატარებულ შეჯიბრს. ტემპის მომატება შევძელი. ამ კუთხით, უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ჩემი მიდგომა კვლავინდებურად ძალაშია. ეს ასე იყო პირვევლი "ფორმულა 1"-ის დროსაც. თუ გადავხედავთ ბოლო დროს ნაჩვენებ შედეგებს, მე კმაყოფილი ვარ საკუთარი პროგრესით. გარკველი შანსები კიდევ გვაქვს. აუცილებელია მობილიზება.

ვფიქრობ, მონცეში გამართული რბოლა, ჩემს რეალურ პროგრესს ბოლომდე ვერ დემონსტრირებს. დარწმუნებული ვარ, იქნება ეტაპები სადაც საკუთარი თავის წარმოჩენას, კიდევ უფრო უკეთესად შევძლებ.

როდესაც ტოპ-გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობ, რა თქმა უნდა, გსურს რომ წარმატებას მიაღწიო. ეს არის შესაძლებლობა მოიგო რბოლები და პოდიუმზე წარმოჩინდე. თუმცა თუ ვისაუბრებთ დამატებით წნეხზე, ეს შინაგანი განწყობიდან მოდის. ეს მხოლოდ თქვენ სურვილია-იასპარეზე უკეთ. აქ რაიმე სხვა ფაქტორები არ ვლინდება."
- განაცხადა პრეს-კონფერენციაზე ალექსანდრ ალბონმა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.