ნიკოლო სკირა: "ლიდს იუნაიტედი" ჯორდან ლუკაკუს ტრანსფერით ინტერესდება

ლუკაკუ "არწივების" შემადგენლობაში 2016 წლიდან თამაშობს. მანამდე იგი "ოსტანდეს" ღირსებას იცავდა. იმ პერიოდში გარიგების თანხამ 4 მილიონი ევრო შეადგინა. მთლიანობაში, მან რომის "ლაციოს" შემადგენლობაში 85 მატჩი ჩაატარა. გაიტანა 1 გოლი და მიითვალა 8 შედეგიანი გადაცემა.
2019/2020 წლის სეზონში ბელგიელმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში კუთვნილი ადგილი დაკარგა. ამის მიზეზი ლუკაკუს ხშირი ტრავმიანობა იყო. გასულ წელს, იგი მოედანზე მხოლოდ 12-ჯერ გამოჩნდა. ეროვნული ნაკრების რიგებში მის ანგარიშზე 8 ორთაბრძოლაა აღნიშნული.
ლუკაკუს რომის "ლაციოსთან" ხელშეკურლება 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. გამოცემა Transfermarkt ხსენებულ უკანახაზელს 4 მილიონ ევროდ აფასებს.
#Leeds are interested in #Lazio’s left fulback Jordan #Lukaku. Opened talks. #transfers #LUFC
— Nicolò Schira (@NicoSchira) September 11, 2020