Get French Football News: ჟირუ ტურინულ კლუბს შეუთანხმდა

ტურინელებმა, ხსენებულ თავდამსხმელს 2 წლიანი ხელშეკრულება შესთავაზეს, ანაზღაურების სახით კი 9 მილიონ ევროს დაპირდნენ. თავის მხრივ ინგლისური კლუბი, ხსენებული გარიგების სანაცვლოდ, 5 მილიონ ევროს მოითხოვს.
ოლივე ჟირუ ლონდონის "ჩელსის" რიგებში 2018 წელს გამოჩნდა. მანამდე იგი "არსენალის" შემადგენლობაში ასპარეზობდა. იმ პერიოდში ტრანსფერმა 17 მილიონი ევრო შეადგინა. 33 წლის ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისს იწურება.
დასავლურ პრესაში მრავალჯერ დაიწერა ლუის სუარესის მიმართ ტურინის "იუვენტუსის" ინტერესზე. თუმცა, ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციის თანახმად, ურუგვაელმა შემტევმა იტალიურ კლუბთან წარმოებული მოლაპარაკებები შეაჩერა და პრიორიტეტულ ვარიანტად მადრიდს "ატლეტიკოს" შემადგენლობაში გადასვლა დაისახა. როგორც ჩანს, "იუვენტუსისთვის" ჟირუ ერთგვარი ალტერნატივაა, შეტევის ხაზის გასაძლიერებლად.