«ატლეტიკო» ალვარო მორატას არ ყიდის

«ატლეტიკო» ალვარო მორატას არ ყიდის ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტურინის «იუვენტუსი» «ატლეტიკოს» თავდამსხმელით ალვარო მორატათია დაინტერესებული.

წყაროზე დაყრდნობით ირკვევა, რომ «ატლეტიკო» ფეხბურთელზე ფასის დაკლებას არ აპირებს. Marca წერს, რომ ესპანელები 150 მილიონ ევროს ითხოვენ. თავად ალვარო გუნდში მისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და «იუვენტუსში» დაბრუნების სურვილი აქვს.

შეგახსენებთ, რომ იტალიურ გრანდში ალვარო მორატამ 63 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ესპანელი ფორვარდის ანგარიშზე 15 გოლია. «იუვენტუსის» შემადგენლობაში ორჯერ მოიპოვა იტალიის ჩემპიონის ტიტული და ერთხელ ლიგის ფინალშიც ითამაშა.

2019/20 წლების სეზონში ალვარო მორატამ «ატლეტიკოს» მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, 16 გოლისა და 4 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.

transfermarkt-ის ცნობით 27 წლის ესპანელი თავდამსხმელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 36 მილიონ ევროს შეადგენს. ალვარო მორატას მოქმედი კონტრაქტი «ატლეტიკოსთან» 2023 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.