ულე გუნარ სულშერი: მაღალი კლასის ფეხბურთელების მოწვევა გვსურს

ულე გუნარ სულშერი: მაღალი კლასის ფეხბურთელების მოწვევა გვსურს მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ულე გუნარ სულშერი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, პოტენციური ტრანსფერების შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, კოვიდ 19-ით გამოწვეულმა ცვლილებებმა, მნიშვნელოვნად შეზღუდა სხვადასხვა კლუბების ფინანსური შესაძლებლობები.

"ჩვენ მუდამ ვეძებთ შესაძლებლობას, გავაძლიეროთ გუნდის შემადგენლობა. მოვიწვიოთ მაღალი კლასის მოთამაშეები, რომლებიც საკუთარი საფეხბურთო მახასიათებლებით გუნდის დონეს აამაღლებენ. ეს ზაფხული, ისევე როგორც მთლიანად ეს წელი, ძალზედ უცნაური აღმოჩნდა. ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გააზრება თუ რამხელა გავლენა იქონია ფეხბურთზე ხსენებულმა მოცემულობამ. ასეთ დროს, ბევრ კლუბს არ შეუძლია საკუთარ თავს მილიონების ხარჯვის უფლება მისცეს." - ციტირებს ВВС ულე გუნარ სულშერის სიტყვებს.

შეგახსენებთ, მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი ჯეიდონ სანჩოა. გერმანული კლუბი ხსენებულ გარიგებაში 120 მილიონ ევროს ითხოვს. "წითელ ეშმაკებს" სანჩოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვთ, თუმცა 120 მილიონი ევროს გადახდა ეძვირებათ. როგორ განვითარდება მოვლენები ამას უახლოესი სატრანსფერო პერიოდი გვიჩვენებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.