«ჰიუსტონი» 100 — 110 «ლეიკერსი»

«ჰიუსტონი» 100 — 110 «ლეიკერსი» NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფის 1/4 ფინალური ეტაპის მეოთხე მატჩი გაიმართა «ლეიკერსსა» და «ჰიუსტონს» შორის. ფრენკ ვოჰელის გაწვრთნილმა გუნდმა როკეტსი 110:100 დაამარცხა.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი ლოს ანჯელეს ლეიკერსის კალათბურთელი დევისი გახდა. ამერიკელი კალათბურთელის ანგარიშზე 29 ქულა, 12 მოხსნა და 5 ასისტია. ჰიუსტონიდან თავის გამოჩენა ვესტბრუკმა მოახერხა, რომლის მონაგარიც 25 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაა.

ამ მომენტისთვის ფრენკ ვოჰელის გაწვრთნილი გუნდი სერიაში 3-1 იმარჯვებს.
ჰიუსტონ როკეტსსა და ლოს ანჯელეს ლეიკერსს შორის მორიგი დაპირისპირება 13 სექტემბერს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

NBA პლეი-ოფი

1/4 ფინალური ეტაპი

«ჰიუსტონი» — «ლეიკერსი» — 100:110 (22:26, 19:31, 29:29, 30:24)

სერიის ანგარიში: 3-1


ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.