26 სექტემბერს UFC 253 გაიმართება

26 სექტემბერს UFC 253 გაიმართება საშუალო წონაში UFC-ს ჩემპიონის ტიტულის მთავარი პრეტედენტი პაულო კოსტა ქამრისთვის ბრძოლას 26 სექტემბერს ისრაელ ადესანიასთან გამართავს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი არიელ ჰელივანი ადასტურებს.

პრესაში იწერებოდა, რომ UFC 253 გამართვის თარიღი 19 სექტემბერი იყო, თუმცა როგორც ჩანს თარიღი საბოლოოდ დადასტურდა.

«UFC-მ საბოლოოდ დაადასტურა, რომ საშუალო წონაში ჩემპიონის ტიტულისთვის ისრაელ ადესანია ბრძოლას პაულო კოსტასთან 26 სექტემბერს გაიმართება. UFC ისტორიაში მეორეჯერ ორი დაუმარცხებელი მებრძოლი დაუპირისპირდება ერთმანეთს», — წერს ჰელივანი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

30 წლის ადესანია MMA-ში დაუმარცხებელი მებრძოლია, მის ანგარიშზე 19 გამარჯვებაა. ბოქსში ამ უკანასკნელში ექვსი გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს. კარიერის განმავლობაში კოსტაც არცერთხელ არ დამარცხებულა, მის ანგარიშზე 13 გამარჯვებაა.

შეგახსენებთ, რომ ადესანიამ ბოლო ბრძოლაში რომერო დაამარცხა და UFC-ს ტიტული დაიცვა.

» წყარო

MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.