ნაგელსმანი: ძალიან ბედნიერი ვარ

"ეს იყო ძალიან კარგი თამაში, ჩემი გუნდის შესრულებით. მე ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, მატჩის მიწურულს ჩვენ უკეთესები ვიყავით, რამაც ნათლად წარმოაჩინა არსებული სხვაობა. ბევრი მომენტი არ შეგვიქმნია, თუმცა მომენტბის სიმრავლით არც "ატლეტიკო" გამოირჩეოდა. მოწინააღმდეგე გუნდის კართან ჩვენ უფრო საშიშები ვიყავით. მოხარული ვარ, რომ ნახევარფინალში ვიმყოფებით. ჩვენ არ გვექნება ბევრი დრო, ამ გამარჯვების აღსანიშნავად. თუმცა, შესაძლებელია სასტუმროში ლუდი მივირთვათ, ხვალიდან კი "პარი სენ-ჟერმენზე" გვმართებს კონცენტრირება."-ციტირებს გამოცემა Daily Mail იულიან ნაგელსმანის სიტყვებს.
ნახევარფინალური ორთაბრძოლა, "ლაიპციგსა" და პარიზულ გრანდს შორის, 18 აგვისტოს გაიმართება.