ოფიციალურად: "აინტრახტმა" ანდრე სილვა გამოისყიდა

ოფიციალურად: "აინტრახტმა" ანდრე სილვა გამოისყიდა საფეხბურთო კლუბ "მილანის" პრეს-სამსახურმა, ანდრე სილვას ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა. ზემოხსენებული ფეხბურთელი მომავალშიც "აინტრახტის" ღირსებას დაიცავს. იგი გერმანულ კლუბს არენდის წესის საფუძველზე გასულ წელს შეუერთდა, ახლა კი სრულყოფილი ტრანსფერი შედგა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებებიც მთლიანად "აინტრახტის" ხელში გადავიდა. პორტუგალიელი ფორვარდი გერმანიაში 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

2019 წლის სექტემბრის თვეში "მილანმა" არენდის წესით სილვას წასვლა ამცნო გულშემატკივარს. მაშინ იტალიურ კლუბს ანტე რებიჩი შეუერთდა. 2019/2020 წლის სეზონში 24 წლის შემტევმა ბუნდესლიგის 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 12 გოლი და მიითვალა 4 შედეგიანი გადაცემა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ