მოურინიო: ჩვენ ვიცავთ ამ პრინციპებს

"ტოტენჰემ ჰოტსპური პატივს სცემს ეგრედ წოდებული ფინანსური Fair Play-ს წესს. ლიონელ მესის შეეძლო მხოლოდ ისეთ კლუბში გადასულიყო, რომელიც ზემოხსენებულ წესს უგულვებელყოფს. ეს ნამდვილად არ ეხება ჩემს გუნდს." - აცხადებდა მოურინიო გამოცემა JOE-სთან საუბრის დროს.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ლიონელ მესიმ კატალონიის "ბარსელონას" დატოვება გადაწყვიტა კლუბის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ მესის მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდის (700 მილიონი ევრო) შემთხვევაში გაუშვებდა. რომელიმე სხვა კლუბის მხრიდან, ხსენებული თანხის გადახდა კი ეწინააღმდეგებოდა ფინანსური Fair Play-ს პრინციპებს.