Sky Germany: დორტმუნდის "ბორუსია" ინგლისელ ტალანტს იფორმებს

Sky Germany: დორტმუნდის "ბორუსია" ინგლისელ ტალანტს იფორმებს მანჩესტერ "სიტის" 16 წლის ფეხბურთელი ჯეიმი ბინო -გიტენსი შესაძლებელია დორტმუნდის "ბორუსიას" რიგებში ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sky Germany ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია შესული და უახლოეს პერიოდში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

აღსანიშნავია, რომ დორტმუნდის "ბორუსია" ზემოხსენებულ ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმებს. რაც მას დამატებითი ხარჯებისაგან გაანთავისუფლებს.

ბინო-გიტენსის მიმართ დაინტერესებას იჩენს კიდევ ორი ევროპული გრანდი. მადრიდის "რეალის" და "პარი სენ-ჟერმენის" სახით. ხსენებული კლუბების წარმომადგენლები 16 წლის ნახევარმცველს ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ასახელებენ - აღნიშნავს გამოცემა

ჯეიმი ბინო-გიტენსი პრემიერ ლიგაში (U18) ასპარეზობს. იგი ამპლუით მარცხენა შემტევი ნახევარმცველია.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.