სტეფან ელ შაარავისთვის რამდენიმე კლუბი იბრძვის

ტვიტერის საკუთარ გვერდზე გავრცელებული პოსტით ნიკოლა სკირამ გვამცნო, რომ 27 წლის იტალიელით «პსჟ», «ლონდონის არსენალი» და «რომა» ინტერესდებიან. აღსანიშნავია, რომ ევროპულმა კლუბებმა უკვე გამოითხოვეს ინფორმაცია ფეხბურთელის ძმისგან მანუელ ელ შაარავისგან, რომელიც ამავდრულად იტალიელის აგენტიცაა.
Stephan #ElShaarawy will return to Europe in the coming days. #ShanghaiShenhua has give the ok for the loan: many clubs have already asked info to his brother-agent Manuel El Shaarawy. #PSG, #ASRoma, #Juventus and #Arsenal have shown interest for Faraone. #transfers
— Nicolò Schira (@NicoSchira) September 11, 2020
27 წლის ფორვარდს მოქმედი კონტრაქტი შანხაისთან 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. Transfermarkt-ის ინფორმაციით ელ შაარავის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 12 მილიონ ევროს შეადგენს.
2019/20 წლის სეზონში შანხაი შენხუას შემადგენლობაში იტალიელმა თავდამსხმელმა 6 შეხვედრა ჩაატარა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.