ვიქტორია აზარენკომ სერენა უილიამსი დაამარცხა

შეხვედრა 1 საათი და 53 წუთი გაგრძელდა. ბელარუსელმა ჩოგბურთელმა ორი ეისი და ხუთი ორმაგი შეცდომა დაუშვა. სერენა უილიამსის ანგარიშზე 6 ეისი და სამი ორმაგი შეცდომაა.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში ვიქტორია აზარენკო პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის ფინალში. გაცნობებთ, რომ ფინალში ბელარუსი სპორტსმენი იაპონელ ნაომი ოსაკას დაუპირისპირდება.
აზარენკოსა და ოსაკას შეხვედრა 13 სექტემბერს თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
ამერიკის ღია პირველობა
1/2 ფინალური ეტაპი
საპრიზო ფონდი: $53 402 000
ღია კორტები, ჰარდი
გოგონებს შორის
ვიქტორია აზარენკო (ბელარუსი) — სერენა უილიამსი (აშშ, 3) — 1:6, 6:3, 6:3