A Bola: მოდრიჩი კრიშტიანო რონალდუს შესახებ საუბრობს

"კრიშტიანოსთან თამაში წარმოუდგენელი იყო. ერთად შვიდი დაუჯერებელი წელი გავატარეთ, მასთან ერთად ბევრი რამ მოვიგეთ. როდესაც გუნდი საუკეთესო ფორმაში არ იყო, კრიშტიანუს საკუთარი უნარების, ამბიციის, ხასიათისა და ხარისხის გამოყენებით, შეეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა. იგი განსაკუთრებული იყო. ეს გამოიხატებოდა ვარჯიშების თუ მატჩების დროს, როდესაც მისგან მუდამ რაღაც განსაკუთრებულს ელოდი"
"კრიშტიანოს გარეშე, ჩვენ უფრო გუნდურად თამაში გვიწევს. ამას ვაკეთებდით მასთან ერთადაც, მაგრამ როდესაც საქმე ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი გაქვს, მაშინ გჭირდება ადამიანი, ვისაც შეუძლია თამაშს დამატებითი მაგია შესძინოს. ორი წელია მის გარეშე ვართ და ახლა უფრო გუნდურად ვმოქმედებთ, უფრო კომპაქტურად, მოედანზე უფრო მეტად ერთიანები ვართ. ყველაზე მთავარია ჩვენი ხარისხი - ახლა ჩვენ ერთ მოთამაშეზე არ ვართ დამოკიდებული." - ციტირებს გამოცემა A Bola ლუკა მოდრიჩის სიტყვებს.