მოდრიჩი: ბეილი ცუდი მასწავლებელია

მოდრიჩი: ბეილი ცუდი მასწავლებელია მადრიდის "რეალის" ხორვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა, ჟურნალისტებთან საუბრის დროს გარეთ ბეილთან ერთად გოლფის თამაშის ეპიზოდი გაიხსენა. მოდრიჩის განცხადებით, ბეილი ცუდი მასწავლებელია და ამიერიდან მას აღარასოდეს გაყვება სათამაშოდ.

"ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა (იცინის). წინასასეზონო მოსამზადებელი სამუშაოების დროს ერთი თავისუფალი საღამო გვქონდა. ეს სამი წლის წინ იყო. ჩვენ დეტროიტში თუ მიჩიგანში ვიყავით, მაშინ ბეილმა დამირეკა და მითხრა : "წამოხვალ ჩემთან ერთად გოლფის სათამაშოდ?" მე ვუპასუხე: -"არა, კარგად არ გამომდის ამის თამაში"-მან მითხრა -"წამოდი, მე გაჩვენებ ყელაფერს"

"მე გავყევი მას და ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ეს არასდროს განმეორდება (იცინის). ბეილი ცუდი მასწავლებელი იყო. შესაძლებელია, იგი ცუდად მიხსნიდა ამ ყველაფერს და სწორედ ამიტომ დავნებდი კიდეც." - აღნიშნა ლუკა მოდრიჩმა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.