მოდრიჩი: "ოქროს ბურთის" მოპოვების მთავარი კანდიდატი - რობერტ ლევანდოვსკი იყო

"იმ ადამიანებს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ობიექტური მიზეზი ჰქონდათ. ძალიან სამწუხაროა იმის ნახვა, რომ ფეხბურთელებმა რომლებმაც დაუჯერებელი სეზონი განვლეს, დაკარგეს შესაძლებლობა საფეხბურთო სამყაროში არსებული უმაღლესი ინდივიდუალური ჯილდო მიეღოთ. მე ზუსტად ვიცი, თუ რას განიცდი როდესაც ამ ჯილდოს ეუფლები.სამწუხაროა, რომ იმ ფეხბურთელებს რომლებმაც ოქროს ბურთი დაიმსახურეს, არ ექნებათ მსგავსი შესაძლებლობა.
თუ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი უნდა დავასახელო, მაშინ რობერტ ლევანდოვსკი. იგი ამ პრიზზე მთავარი პრეტენდენტი იყო" - ციტირებს გამოცემა The Times ლუკა მოდრიჩის სიტყვებს.