ჯორჯინიო ვაინალდუმი იურგენ კლოპს შეხვდა

ჯორჯინიო ვაინალდუმი იურგენ კლოპს შეხვდა Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, «ლივერპულის» ნახევარმცველი ჯორჯინიო ვაინალდუმი კლუბის მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს, შეხვდა მისთვის აქტუალური საკითხები განიხილა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელს მოქმედი კონტრაქტი მერსესაიდელებთან 2021 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვაინალდუმს «ბარსელონასგან» კონკრეტული შემოთავაზება აქვს მიღებული, თუმცა Sky Sports-ის თქმით იურგენ კლოპმა ჰოლანდიელი დაარწმუნა, რომ მასზე ლივერპული დიდ იმედებს ამყარებს.

Sky Sports-ი იტყობინება, რომ ჯორჯინიო ვაინალდუმი იმ შემთხვევაში დარჩება ლივერპულში, თუ ახალი კონტრაქტის შესახებ ინგლისურ გრანდთან შეთანხმებას მიაღწევს.

transfermarkt-ის ინფორმაციით 29-წლის ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 40 მილიონ ევროს შეადგენს.

2019/20 წლების სეზონში ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ლივერპულის მაისურით 47 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლის ავტორიც გახდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.