ლუის სუარესს კარიერის გაგრძელება «ატლეტიკოში» სურს

ლუის სუარესს კარიერის გაგრძელება «ატლეტიკოში» სურს ესპანური სპორტული გამოცემა Cuatro-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიის «ბარსელონას» ურუგვაელ ფორვარდს, ლუის სუარესს, კარიერის გაგრძელება მადრიდის «ატლეტიკოში» სურს.

Cuatro ცნობით ირკვევა, რომ აღნიშნული გარიგებით დედაქალაქელებიც არიან დაინტერესებულნი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სუარესი თვლის, რომ კიდევ ორი სეზონის ჩატარება შეუძლია უმაღლეს დონეზე. რაც მნიშვნელოვანია, ურუგვაელი ესპანეთის ჩემპიონატში დარჩება და დიეგო სიმიონესთან მუშაობის შანსი მიეცემა.

პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ ლუის სუარესი «იუვენტუსში» გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ კონტრაქტის ხელმოწერა გადაიდო. Cuatro-ს ინფორმაციით ურუგვაელ ფეხბურთელს ეჭვი შეეპარა, რომ იტალიურ გრანდში გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალვარო მორატას «ატლეტიკოს» დატოვება და ყოფილ კლუბში «იუვენტუსში» დაბრუნება სურს.

33-წლის ურუგვაელმა 2019/20 წლების სეზონში კატალონიელთა რიგებში 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ლუის სუარესის მონაგარი 21 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემაა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.