კუმანი ბარსელონასთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს

კუმანი ბარსელონასთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს ცნობილი სპორტული გამოცემა Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიურ კლუბსა და 57 წლის სპეციალისტს შორის მოლაპარაკებები ახალ ეტაპზე გადავიდა. წყაროს ცნობით მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან.

Mundo Deportivo წერს, რომ კუმანი კატალონიის ბარსელონასთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კუმანის მეორე წელი ესპანურ გრანდში ახალი პრეზიდენტის მოსვლას დაემთხვევა, რომელის ალბათ თავად მიიღებს 57 წლის სპეციალისტის მომავალზე გადაწყვეტილებას.

რონალდ კუმანი უკვე შეამჩნიეს ბარსელონას აეროპორტში. გუშინ კატალონიელთა პრეზიდენტმა, ჟოზეპ ბართომეუმ განაცხადა, რომ კიკე სეტიენი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ ესპანური გრანდი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის ბაიერნთან გამანადგურებელი ანგარიშით 2:8 დამარცხდა, სწორედ აღნიშნული მძიმე მარცხის შემდეგ გულშემატკივრებსა და კლუბში აქტუალური გახდა «დიდი ცვლილებები».

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.