ოფიციალურად: საქართველო და ფიჯი 8 ერში იასპარეზებენ

A ჯგუფი: ინგლისი, ირლანდია, უელსი, საქართველო
B ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია, ფიჯი
ჯგუფური ეტაპის რეზულტატებიდან გამომდინარე შედგება ოთხი ფინალი:
А1 – В1
А2 – В2
А3 – В3
А4 – В4
ტურნირის განრიგი ასე გამოიყურება:

ექვსი ერის გენერალური დირექტორი ბენ მორელი ამბობს: «მოხარულები ვართ ოფიციალურად გამოვაცხადოთ ერთა თასის შემოდგომის გათამაშების დეტალები. ახალი ფორმატის შემოსაღებად ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა დაიხარჯა.
მიუხედავად იმისა, რომ კორონა ვირუსის პირობებში ტრადიციული სატესტო მატჩების ჩატარება შეუძლებელი გახდა, ჩვენ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა უნიკალური და დამაჯერებელი ტურნირი, რომელიც გულშემატკივრებს მსოფლიო დონის რაგბის მიაწვდის.
მოუთმენლად ველით ტურნირის დაწყებას, განსაკუთრებით გახარებული ვართ საქართველოსა და ფიჯის შემოერთებით. ვიმედოვნებთ, რომ ორივე ნაკრები შესანიშნავი დანამატი იქნება».