კოლაროვი: ამ შემოთავაზებაზე ბევრი არ მიფიქრია

კოლაროვი: ამ შემოთავაზებაზე ბევრი არ მიფიქრია ალექსანდრ კოლაროვი, რომელიც ამიერიდან მილანის "ინტერის" შემადგენლობაში მოგვევლინება, ხსენებულ ტრანსფერთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს.

"დიახ, ეს სიმართლა, მე ძალიან ბევრჯერ ვიყავი ახლოს ამ კლუბში გადასვლასთან, როგორც იქნა, ეს დღეც დადგა. ჩემთვის ეს მარტივი არჩევანი იყო. "ინტერის" შემოთავაზებაზე ბევრი არ მიფიქრია. ხსენებულ ოფერს სიამოვნებით დავთანხმდი. აქ ბევრ ფეხბურთელს უკვე ვიცნობ, ერთმანეთის პირისპირ ბევრჯერ გვითამაშია. გუნდზე დადებითი შთაბეჭდილებები შემექმნა."

"კონტეს აქ ყოფნამ, ჩემს გადაწყვეტილებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ამ სპეციალისტმა ინტერი კარდინალურად შეცვალა. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფს გამოიღებს და გამარჯვებებს მოვოპოვებთ." - აღნინშავს კოლაროვი.

ხსენებულ ტრანსფერამდე ალექსანდრ კოლაროვი "რომას" ღირსებას იცავდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ