ჯარედ კანონიე ბრძოლისთვის მზადაა

ამერიკელი სპორტსმენის თქმით ისრაელ ადესანიასა და პაულო კოსტას სატიტულო ბრძოლაში თუ რომელიმე მებრძოლი ბრძოლიდან მოიხსნება მზადაა თავად გამოვიდეს ოქტაგონში.
«პრეტედენტის სტატუსით ბრძოლა მაქვს. ეს რომ არა ტიტულისთვის ვიბრძოლებდი. ამ მომენტისთვის ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. ადესანიასა და კოსტას წყვილში თუ რაიმე მოხდება მე მზად ვარ ოქტაგონში ისინი შევცვალო - ასეთია ჩემი გეგმა.
ამიტომ ახლა 26 სექტემბრისთვის ვემზადები. ამ თარიღისთვის მზად ვიქნები. თუ ეს არ მოხდება, მაშინ 24 ოქტომბერს გამოვალ ოქტაგონზე», - ჯარედ კანონიეს სიტყვებს ციტირებს MMA Fighting.
შეგახსენებთ, რომ საშუალო წონაში სატიტულო ბრძოლა ისრაელ ადესანიასა და პაულო კოსტას შორის UFC 253 ტურნირის მთავარი ივენთი იქნება, რომელიც 26 სექტემბერს აბუ-დაბიში გაიმართება.