ლუი ვან გალი: დეპაი ნიჭიერია, თუმცა...

"დეპაი საინტერესო ფეხბურთელია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გააზრება, რომ რთულია ადაპტირება მოახერხო ახალ კულტურასთან და ახალ გუნდთან. განსაკუთრებით, რთული იქნება პირველი წელი. შეხედეთ მატიას დე ლიხტს და ფრენკი დე იონგს. დეპაის, რა თქმა უნდა, ტალანტი გააჩნია, თუმცა იგი არ არის არც ლიონელ მესი და არც კრიშიტიანუ რონალდუ." - აცხადებს გამოცდილი სპეციალისტი.
მემფის დეპაიმ "ლიონთან" კონტრაქტი 2017 წელს გააფორმა. ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt აღნიშნულ მოიერიშეს - 44 მილიონ ევროდ აფასებს.