სებასტიან ფეტელი: ძალიან გაგვიჭირდება

”მუჯელოში რბოლის უბრალოდ დასრულებაც კი Ferrari- სთვის კარგის ნიშანი იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ზუსტად ასეა. ცხოვრებაში არ არსებობს მოკლე გზა. ამ მდგომარეობაში ვართ, რადგან ალბათ, ამას ვიმსახურებთ. ეს მძიმე მომენტია, მაგრამ მე არ ვარ ერთადერთი ვინც ამ მოცემულობით იტანჯება. მთელი გუნდი წუხს. მე ყოველთვის მოვიაზრებ საკუთარ თავს, კოლექტივის შემადგენელ ნაწილად.
ბოლო რბოლაში პრობლემები შეგვექმნა. ბოლიდი 100 პროცენტით არ იყო გამართული. შესაძლოა, მუჯელოში ყველაფერი ოდნავ უკეთესად წარიმართოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოდიუმზე ვიქნებით. მოლოდინი ძალიან მცირეა" - ციტირებს ფეტელის სიტყვებს GrandPX.