იურგენ კლოპი: «ლივერპული ჩელსივით ვერ მოიქცევა»

იურგენ კლოპი: «ლივერპული ჩელსივით ვერ მოიქცევა» «ლივერპულის» მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ცნობილ სპორტულ ინტერნეტ პორტალ Goal.com-თან ინტერვიუში მერსესაიდელთა სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ლივერპული ჩელსივით ვერ მოიქცევა.

თითოეული კლუბი ახლა განსხვავებულ მდგომარეობაშია, განვაგრძობთ იმ სამყაროში ცხოვრებას, სადაც ყველაფერი ნათელი არაა. ზოგიერთი კლუბისთვის ბუნდოვანი მომავალი მნიშვნელოვანი ფაქტორი არ არის, რადგან მათი მფლობელები ქვეყნები ან ოლიგარქები არიან.

ჩვენ სხვა ტიპის გუნდი ვართ. იმ კონტიგენტით, რაც გვყავს ორი წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით, შარშან ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მოვიგეთ, ახლა ინგლისის ჩემპიონები გავხდით. ლივერპული სატრანსფერო ბაზარზე ლონდონის ჩელსისავით ვერ მოიქცევა
», - იურგენ კლოპის სიტყვებს ციტირებს Goal.com.

ყოველთვის გვსურს შემადგენლობის გაძლიერება, მაგრამ არსებობს სხვადასვა საშუალებები. პირველი - ახალი ფეხბურთელების გაფორმება, მეორე - ერთობლივი მუშაობა, იმის გაუმჯობესება, რაშიც გუნდი ისედაც კარგი იყო და მინუსების აღმოფხვრა. სწორედ ესაა ფეხბურთი, არავის სურს ვარჯიშებზე საუბარი, მხოლოდ ტრანსფერებზე», - დაამატა გერმანელმა სპეციალისტმა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.