დანილ მედვედევი რომის «მასტერსზე» არ იასპარეზებს

აღსანიშნავია, რომ რუსი ჩოგბურთელის გარდა ბადეში კიდევ ორი ვაკანტური პოზიცია განთავისუფლდა, რომლებსაც ორგანიზატორები US Open-ის ნახევარ-ფინალისტებისთვის ინახავდნენ.
იტალიის დედაქალაქში ტურნირი 14 სექტემბერს აიღებს სტარტს. «მასტერსის» შარშანდელი გამარჯვებული რაფაელ ნადალი მონაწილეობას მიიღებს. ესპანელ ჩოგბურთელთან ერთად ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩსაც ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ დანილ მედვედევისა და დომინიკ ტიმის დაპირისპირება შაბათს 12 სექტემბერს გაიმართება.