მატია ბინოტო: «ფეტელი მართალია ფერარი ფსკერზეა»

მატია ბინოტო: «ფეტელი მართალია ფერარი ფსკერზეა» ცნობილ სპორტულ გამოცემა Corriere dello Sport-თან მიცემულ ინტერვიუში «ფერარის» ხელმძღვანელმა, მატია ბინოტომ, 2020 წლის სეზონში გუნდის მიერ დაფიქსირებულ სავალალო რეზულტატებზე ისაუბრა.

გასულ წელს მოტორის მხრივ უპირატესობა გვქონდა, თუმცა დღეს ესეც აღარ გვაქვს. ბოლიდის შემუშავებისას ჩვენ სწორედ ამ უპირატესობას ვითვალისწინებდით, ახლა კი ეს უპირატესობა გაქრა. იტალიაში გამართული რბოლის შემდეგ ფეტელმა თქვა, რომ უარესი ვეღარ მოხდება.

სებასტიანი მართალია, თუმცა ჩვენ გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. ჩვენ ფსკერზე ვართ, ახლა მხოლოდ პროგრესირება შეგვიძლია
», - მატია ბინოტოს სიტყვებს ციტირებს Corriere dello Sport.

2020 წლის სეზონის «ფორმულა 1»-ის 8 ეტაპის შემდეგ «ფერარი» კონსტრუქტორთა თასის მე-6 პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ორ რბოლაში გუნდმა ვერცერთი ქულის მოპოვება ვერ შეძლო.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.