ტუხელი: ედუარდოს დიდი მომავალი აქვს

ტუხელი: ედუარდოს დიდი მომავალი აქვს "პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, "რენის" საყრდენი ნახევარმცველის ედუარდო კამავინგას შესაძლო ტრანსფერის თაობაზე, საუკთარი პოზიცია დააფიქსირა.

”ვისურვებდი, თუ არა კამავინგას ხილვას საკუთარ გუნდში? დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ სხვა კლუბის მოთამაშეებზე ვერ ვისაუბრებ. ის საფრანგეთის ჩემპიონატში ის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. კამავინგა არის შესანიშნავი ფეხბურთელი, გამორჩეულად ძლიერი, მას დიდი მომავალი აქვს. აღსანიშნავია, რომ ის უკვე თამაშობს შესანიშავ გუნდში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იქნება წარმოდგენილი. ეს არ არის მონოპოლი. ყველაფერი ასე მარტივად არაა. მე არ ვაპირებ უარი ვთქვა კამავინგას ტრანსფერზე, მაგრამ ეს ასე არ მუშაობს ” - ციტირებს გამოცემა Goal-ი თომას ტუხელის სიტყვებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კამავინგა შესაძლებელია, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში გადავიდეს. 17 წლის ფეხბურთელით ასევე ინტერესდებოდა მადრიდის "რეალიც", თუმცა სამეფო კლუბის წარმომადგენლებმა ხსენებულ ტრანსფერთან დაკავშირებით მუშაობა შეწყვიტეს, მიზეზად ფინანსური დანახარჯის ოპტიმიზაცია სახელდება.

"რენი" ედუარდოს ტრანსფერში 80 მილიონ ევროს ითხოვს. ფეხბურთელთან გაფორმებული კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.