El Partidazo de COPE: "ატლეტიკო" მორატას გაყიდვას არ აპირებს

მორატა "ატლეტიკოს" რიგებში 2019 წლის იანვარში გამოჩნდა. მანამდე იგი ლონდონის "ჩელსის" ღირსებას იცავდა. არენდის ხელშეკრულებაში (7 მილიონი ევრო) გათვალისწინებული იყო გამოსყიდდის ოფციაც, რითიც ისარგებლეს კიდეც "მადრიდული" კლუბის მესვეურებმა. სატრანსფერო თანხამ 56 მილიონი ევრო შეადგინა.
გასულ სეზონში, 27 წლის შემტევმა ესპანეთის ჩემპიონატის 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. (25 მათგანში ძირითად თერთმეტეულში იყოს წარმოდგენილი), გაიტანა 12 გოლი და განახორციელა ორი საგოლე გადაცემა. ფეხბურთელის კონტრაქტი ძალაშია 2023 წლის 30 ივნისამდე.
💥 Informa @RuizAntonito
— El Partidazo de COPE (@partidazocope) September 8, 2020
📌 El @Atleti conoce el interés de la @JuventusFC por @AlvaroMorata pero, a día de hoy, el club rojiblanco no está dispuesto a negociar y Morata no quiere moverse ni tampoco ha pedido irse#PartidazoCOPE pic.twitter.com/Iefh8vTfZA