დომინიკ ტიმი US Open-ის ნახევარ-ფინალშია

დომინიკ ტიმი US Open-ის ნახევარ-ფინალშია ამერიკის ღია პირველობის ტურნირის 1/4 ფინალურ ეტაპზე ავსტრიელმა ჩოგბურთელმა დომინიკ ტიმმა ავსტრალიელი ალექს დე მინური დაამარცხა ანგარიშით 6:1, 6:2, 6:4 და ნახევარ-ფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრა 2 საათი და 7 წუთი გაგრძელდა. მსოფლიოს მესამე ჩოგანმა 11 ეისი შეასრულა, 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 7-დან 5 ბრეიკ პოინტის აღება მოახერხა. ავსტრალიელის ანგარიშზე კი 1 ეისი და 3 ორმაგი შეცდომაა.

US Open-ის ნახევარ-ფინალურ ეტაპზე დომინიკ ტიმის მეტოქე რუსი ჩოგბურთელი დანილ მედვედევი იქნება.

მედვედევისა და ტიმის მატჩი 12 სექტემბერს თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

ამერიკის ღია პირველობა

1/4 ფინალური ეტაპი

საპრიზო ფონდი: $53 402 000

ღია კორტები, ჰარდი

მამაკაცებს შორის

დომინიკ ტიმი (ავსტრია, 2) — ალექს დე მინური (ავსტრალია, 21) — 6:1, 6:2, 6:4
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.