Sport.es: სუარესმა "იუვენტუსთან" მოალაპარაკებები შეაჩერა

Sport.es: სუარესმა "იუვენტუსთან" მოალაპარაკებები შეაჩერა "ბარსელონას" ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ტურინის "იუვენტუსთან" წარმოებული მოლაპარაკებები შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sport.es ავრცელებს.

წყაროს თანახმად, სუარესს "იუვენტუსში" გადასვლის სისწორეში ეჭვი ეპარება, რადგან ხვდება, რომ სავარაუდოდ, ეს მის კარიერაში ბოლო მნიშვნელოვანი ტრანსფერია. ურუგვაელს სურს შეაფასოს ყველა შესაძლო სცენარი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ურუგვაელი ფეხბურთელის მომსახურებით არ არის დაინტერესებული. 33 წლის შემტევის ტრანსფერით ასევე ინტერესდება მადრიდის "ატლეტიკოც". პრესაში უკვე დაიწერა, რომ მადრიდული კლუბი გაცილებით მაღალ სახელფასო ანაზრაურებას სთავაზობს, ვიდრე ამას "იუვენტუსის" წინადადება ითვალისწინებდა.

ლუის სუარესი "ბარსელონაში" 2014 წლიდან თამაშობს. 2019/2020 წლების სეზონში ურუგვაელმა ფორვარდმა საკლუბო დონეზე 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 21 გოლი და მიითვალა 10 საგოლე გადაცემა. ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი სუარესს 28 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.