დასტინ პორიე ტონი ფერგიუსონთან ბრძოლისთვის მზადაა

დასტინ პორიე ტონი ფერგიუსონთან ბრძოლისთვის მზადაა ტონი ფერგიუსონისა და დასტინ პორიეს ორთაბრძოლა დღემდე არ დაანონსებულა, რადგან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ერთ-ერთი მხარე UFC-თან პირობებზე ვერ თანხმდება.

ESPN-ზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ ფერგიუსონმა ბრძოლაზე ზეპირსიტყვიერი თანხმობა განაცხადა, ხოლო დასტინ პორიე ორგანიზაციის მხრიდან კონკრეტული პირობების შესრულებას ელოდება.

«საქმეში ვარ! American Top Team-ის შემადგენლობაში უკვე ვარ. თუ მათ ნამდვილად სურთ აღნიშნული ბრძოლის გამართვა, მაშინ მე შესაბამის კომპენსაციას ვითხოვ. ყველაფერი მარტივადაა. მე ჯილდოსთვის ვიბრძი, ხოლო ჯილდო მართებული უნდა იყოს», - განაცხადა პორიემ ჰელივანისთან ინტერვიუში.

თუ ბრძოლის ორგანიზების საკითხები მოგვარდება, მაშინ პორიესა და ფერგიუსონის ბრძოლა სავარაუდოდ UFC 254 ტურნირზე CO-Main event-ის სტატუსით შედგება. შეგახსენებთ, რომ UFC 254 გამართვის თარიღი 24 ოქტომბერია.

ვრცელდება ინფორმაციაც, რომ ამ ბრძოლას UFC-ი მეინ ივენთის დაზღვევად განიხილავს. კონკრეტულად, თუ ჯასტინ გეტჯი ხაბიბთან ბრძოლას ვერ შეძლებს ორგანიზაციაში ამ უკანასკნელის ტონი ფერგიუსონით ჩანაცვლებას ფიქრობენ, ხოლო პორიე საჭიროების შემთხვევაში მსუბუქ-წონაში ჩემპიონს შეცვლის.

» წყარო

MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.