«დენვერ ნაგეტსი» 85 — 96 «ლოს ანჯელეს კლიპერსი»

«დენვერ ნაგეტსი» 85 — 96 «ლოს ანჯელეს კლიპერსი» NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფის სერიის 1/4 ფინალური ეტაპის მეოთხე შეხვედრა გაიმართა «კლიპერსსა» და «დენვერს» შორის. დოკ რივერსის გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებლად ანგარიშით 96:85 გაიმარჯვა.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი ლოს-ანჯელესის ფორვარდი კავაი ლეონარდი გახდა, ამერიკელი კალათბურთელის ანგარიშზე 30 ქულა, 11 მოხსნა და 9 ასისტია. დენვერიდან საუკეთესო ჯოკიჩი იყო, რომლის მონაგარიც 26 ქულა, 11 მოხსნა და 6 ასისტია.

ამ მომენტისთვის «კლიპერსი» სერიაში 3:1 ლიდერობს. «დენვერ ნაგეტსსა» და «ლოს ანჯელეს კლიპერსს» შორის მორიგი მატჩი 12 სექტემბერს თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

NBA პლეი-ოფი

1/4 ფინალური ეტაპი

მეოთხე მატჩი

«დენვერი» — «კლიპერსი» — 85:96 (12:26, 28:22, 23:25, 22:23)

სერიის ანგარიში: 3:1


ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.