დანილ მედვედევი: «ყველაფრით კმაყოფილი ვარ»

დანილ მედვედევი: «ყველაფრით კმაყოფილი ვარ» რუსი ჩოგბურთელი დანილ მედვედევი ამერიკის ღია პირველობის ტურნირის ნახევარ-ფინალში გასვლაზე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ 1/4 ფინალურ ეტაპზე მედვედევმა თანამემამულე ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა ანგარიშით 7:6 (8:6), 6:3, 7:6 (7:5).

დღეს ყველაფრით კმაყოფილი ვარ, უმაღლესი ხარისხის მატჩი იყო. თავიდან ვცდილობდი მენახა რუბლიოვი რას იზავდა, ამიტომ უფრო დაცვით ჩოგბურთს ვთამაშობდი. შეხვედრის მიმდინარეობისას მივხვდი, რომ ტაქტიკა უნდა შემეცვალა, რადგან ანდრეი თავს უკეთ იცავდა და ტემპს კარგად აკონტროლებდა, როდესაც ნელა ვთამაშობდით.

უფრო აქტიურად მოქმედება იყო საჭირო. რუბლიოვთან თამაში ძალიან კარგი იყო. მე გაცილებით მეტი გამარჯვება მაქვს, ვიდრე მას ეს დიდებულია! ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი თამაშის ადაპტირება მოვახერხე სწორი მიმართულებით.

ფიზიკური კონდიციების კუთხით ყველაფერი წესრიგში მაქვს. მესამე სეტის ბოლოს დაღლილობა ვიგრძენი, მხარი ამტკივდა. სწორედ ამიტომ გამოვიძახე ექიმი, რომელიც დამეხმარა.

სიმართლე, რომ გითხრათ გაკვირვებული ვარ ტურნირზე მოასპარეზე მოთამაშეებით. ბევრი 5-სეტიანი შეხვედრა იყო, არ ვიცი როგორ გრძნობდნენ ისინი თავს ასეთი შეხვედრების შემდეგ. საბედნიეროდ, ყველა შეხვედრა 3-სეტში მოვიგე, ამიტომ ახლა თავს კარგად ვგრძნობ
», - US Open-ის ვებ-გვერდი ციტირებს დანილ მედვედევის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ