ძანეტი: ლაუტარო მარტინესი "ინტერში" დარჩება

ძანეტი: ლაუტარო მარტინესი "ინტერში" დარჩება მილანის "ინტერის" ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ძანეტი, კატალონიის "ბარსელონას" რიგებში ლაუტარო მარტინესის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს.

"იგი არ დატოვებს "ინტერის" რიგებს. მისით, მხოლოდ "ბარსელონა" არ არის დაინტერესებული, მაგრამ ლაუტარომ იცის, რომ ის უკვე თამაშობს დიადი კლუბის შემადგენლობაში. ლაუტარო კმაყოფილია იტალიაში ცხოვრებით, თუმცა ეს არც თუ ისე მარტივია. ვფიქრობ, იგი სწორი მიმართულებით მიდის .მარტინესი ჩვენი აწმყო და მომავალია. კლუბი მას აფასებს."

"არიან მოთამაშეები, რომლებიც სხვა კლუბის წინადადებას უეცრად თანხმდებიან. ასეთ დროს მოდის უცხო კლუბი, იხდის ფულს და შენ, პრაქტიკულად არაფრის გაკეთება შეგიძლია. ლაუტარო კი "ინტერში" ყოფნით ბედნიერია." - ციტირებს Fox Sports-ის ხავიერ ძანეტის სიტყვებს.

2019/2020 წლის სეზონში არგენტნელმა ფეხბურთელმა ინტერის მაისურით 49 მატჩი გამართა. გაიტანა 21 გოლი და მიითვალა 7 შედეგიანი გადაცემა. ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt-ი ხსენებულ მოიერიშეს 70 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.